22 დეკემბერი 2024,   15:04
ვრცლად
საახალწლო განათებები - "ენმ" დღეს გენერალურ პროკურატურას მიმართავს

საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს გენერალურ პროკურატურას მიმართავს. ლევან ხაბეიშვილი ეჭვობს, რომ პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე ილუმინაციების შეძენა კორუფციული გარიგებებით მოხდა.

საკრებულოს დეპუტატი აქცენტს კომპანიის მილანურ წარმომავლობაზე აკეთებს და კითხვები აქვს დახარჯული თანხის სამჯერ გაზრდის მიზეზთან დაკავშირებით. ახალი ილუმინაციები დედაქალაქს 3 მილიონი ლარი დაუჯდა.

„ძალიან მარტივი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ამ კომპანიის გამორჩევა მილიონობით კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რაღა მაინც და მაინც იტალია და მილანი. ვისი პირადი კონტაქტებია, ვინ მოითხოვა ამ ხელშეკრულების გაფორმება და რატომ მოხდა ისე, რომ სამჯერ მეტი თანხა იხარჯება თბილისის განათებაში წელს, 3 მილიონი ლარი, ვიდრე დახარჯულა ოდესმე,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები