22 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ხორავას 4 ნომერში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. ომბუდსმენი ამბობს, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არსებობს. 

ის გეგმავს მოინახულოს დაკავებულები და გაეცნოს საქმის მასალებს. ამის შემდეგ აპირებს ომბუდსმენი დეტალურად ისაუბროს ხორავას ქუჩის ტრაგიკულ შემთხვევაზე. 

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ყველა იმ საქმის შესწავლა იქნება, რაც არასრულწლოვანთა შორის ძალადობას უკავშირდება. 

ომბუდსმენის განცხადებით, ხორავას 4 ნომრის საქმე იქნება ერთ-ერთი პირველი, რომლითაც დაინტერესდება. 

"მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე, ალბათ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, სკოლაში არსებული სიტუაციები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები