22 დეკემბერი 2024,   15:26
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარებები ამ დრომდე არ გაუციათ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 22 ნოემბერს, ანტიტერორისტული სპეც ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. თითქმის ორ კვირიანი მუშაობის შემდეგ, კრიმინალისტებს საცხოვრებელ კორპუსში, დასუფთავების და სპეციალური ლაბორატორიის ჯგუფები ანაცვლებენ.

როდის დაბრუნდებიან ადგილობრივები საკუთარ სახლებში, ეს სწორედ კორპუსის მდგრადობის შესახებ, ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ გადაწყდება.

დღეს სპეცოპერაციის ადგილზე, კორპუსის 8 ბინა გაიღო. მაცხოვრებლები საკუთარი ნივთების გამოსატანად შეუშვეს. 

ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, საცხოვრებელი ბინების შემოწმება მფლობელებთან ერთად მოხდა. მისივე თქმით, საექსპერტო სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. 

„დაასუფთავეს შენობა, დარჩათ მცირე ნაწილი, დღეს ხდება ამ მცირე ნაწილის საბოლოო დასრულება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ლაბორატორიის ექსპერტები არიან, დილიდან მუშაობენ. ახლა დაგვჭირდა თითოეული ოჯახის და ბინის დათვალიერება, ასევე არიან ბინის წარმომადგენლები, პოლიციის წარმომადგენლები, ველოდებით ექსპერტების სამუშაოს დასრულებას. ალბათ ეს ორი-სამი დღე გასტანს, უახლოეს დღეებში გვეცოდინება სრული სურათი,“ - აცხადებს კახა ლაბუჩიძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსს სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ამ დრომდე არ მიეწოდება არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი. 

სპეცოპერაციიდან მე-17 დღეს ამ დრომდე ევაკუირებულია 25 ოჯახი. ამ დრომდე არ დაწყებულა ერთჯერადი დახმარებების გაცემა, რომლისთვისაც თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 ათას 500 ლარი გამოიყო. 

არსებული ინფორმაციით, კომპენსაცია გაიცემა მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოს პირველიდან მესამე სართულზე მცხოვრებ მოქალაქეებზე და ასევე, კომპენსაცია მიეცემა მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრებ ოჯახს. 

 

დღის ამბები