22 დეკემბერი 2024,   15:24
ვრცლად
საახალწლო განათებები - დედაქალაქის ახალი მერის წინააღმდეგ პირველი სარჩელი "ენმ"-მ შეიტანა

პირველი სარჩელი, დედაქალაქის ახალი მერის წინააღმდეგ უკვე შეტანილია. საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მიმართავს.

საგამოძიებო უწყებას, ლევან ხაბეიშვილი პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულების და შესაძლო კორუფციის ფაქტის შესწავლას სთხოვს. 

“კახი კალაძის განცხადებას, რომ მან ფაქტობრივად გადააბრალა დავით ნარმანიას და თქვა, რომ თურმე ნარმანიამ მოიძია მილანური კომპანია, უხერხულია. კახა კალაძე პირად კონტაქტებს აბრალებდეს ნარმანიას, მაშინ, როდესაც შესაძლოა, საერთოდ რუკაზე ვერ იპოვოს მილანი დავით ნარმანიამ. ამიტომ, გამოძიებამ გასცეს პასუხი, როგორ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, როგორ დაემთხვა, რომ ეს კომპანია არის მილანური და როგორ ხდება, რომ სამჯერ მეტ თანხას ვხარჯავთ, ვიდრე ოდესმე დახარჯულა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ის, ვინც არამიზნობრივად დახარჯავს ბიუჯეტს, კანონის წინაშე მოუწევს აგოს პასუხი. 

„რაც შეეხება გამოძიების ობიექტურობას, ამ საქმეს გამოიძიებს თუ არა პროკურატურა, ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეს საქმეები იდება თაროზე, მოვა ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად გადახედავს ყველა იმ საქმეს, რომელზეც მასალები გვაქვს შემოტანილი და აუცილებლად ვისაც წაუცდა ბიუჯეტზე ხელი, ყველა ბიუჯეტის წურბელა კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს,“ - განაცხადა   

დღის ამბები