22 დეკემბერი 2024,   14:10
ვრცლად
თბილისში ახალგაზრდა ქალი მე-9 სართულიდან გადმოვარდა

თბილისში ახალგაზრდა ქალი მე-9 სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, გუშინ მოხდა. 30 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ გამომძიებლები და ექსპერტ კრიმინალისტები. თუმცა, გარდაცვლილის მაღალი სართულიდან გადმოვარდნის მიზეზი უცნობია, ვერსიები ამ დროისთვის არ სახელდება.

დღის ამბები