22 დეკემბერი 2024,   15:25
ვრცლად
სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ სასამართლოში მიიყვანეს. 

სასამართლოს შენობასთან მივიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლეც. 

"ვიცი რომ გადაიყვანეს, მეტი არაფერი ვიცით. იმედით ვართ," - განაცხადა სანდრა ელისაბედ რუსლოვსმა

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის უცნობია რა შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე პროკურატურა. ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრი ივან სლობოდიანუკი ამბობს, რომ მხარდამჭერებს ჯერჯერობით სასამართლოს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. 

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში მიუტანეს, თუმცა მან შუამდგომლობას ხელი არ მოაწერა. 

მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ის დაკავების შემდეგ ყავდათ გადაყვანილი. 

როგორც ცნობილია, დაკავების 72 საათიანი ვადა დღეს დღის მეორე ნახევარში იწურება. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. 

დღის ამბები