22 დეკემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ექსტრადიცია სამართლებრივი საკითხია და სცდება პოლიტიკურ დებატებს - ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე, მმართველ გუნდში ინფორმაცია არ აქვთ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხი წმინდად სამართლებრივია, შესაბამისად, პროკურატურის მიერ განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით დეტალებს არ ფლობს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია რამდენიმე დანაშაულში და ქართული სახელმწიფოს ინტერესია, ის სასამართლოს წინაშე წარდგეს.

რაც შეეხება სააკაშვილის დაკავებას, სესიაშვილი მომხდარს უკრაინის შიდა საქმედ აფასებს.

„ის პრობლემა, რაც უკრაინაში წარმოიქმნა, ეს არის უკრაინის შიდა საქმე და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია, ამიტომ ჩემი კომენტარი უადგილო იქნება. რაც შეეხება მის ექსტრადიციის საკითხს, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია და სცდება პოლიტიკურ დებატებს. ის ბრალდებულია გარკვეულ დანაშაულებში, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, რომ ის წარდგეს სასამართლოს წინაშე. ეს სცდება რაიმე პოლიტიკურ დისკუსიას, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, ამიტომ მე გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო და ვთქვა საქმესთან მიმართებაში, რა ღონისძიებებს ატარებს პროკურატურა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები