22 დეკემბერი 2024,   14:03
ვრცლად
კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება

ამ წუთებში კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში იმყოფება. პროცესზე დასწრების უფლება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, მისი ოჯახის წევრებსა და ჟურნალისტებს მისცეს.

რაც შეეხება ასეულობით მის მხარდამჭერს და პოლიტიკურ თანამოაზრეებს, ისინი სასამართლოს შენობის გარეთ არიან შეკრებილი.

პროცესზე დასწრება მათ ნაწილსაც სურდა, თუმცა სხდომის გასამართად პეჩორის ოლქის სასამართლომ საკმაოდ მცირე ზომის დარბაზი შეამცირა და ამ მოტივით მათ პროცესზე დასწრებაზე უარი უთხრა.

სასამართლო დღეს დილიდან საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული, შენობის მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილზე 300-მდე პოლიციელი იმყოფება. 

დღის ამბები