22 დეკემბერი 2024,   15:09
ვრცლად
გორის ცენტრში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს 

გორის ცენტრში 2 ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია დედა-შვილი, 22 და 54 წლის ქალბატონები. ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახლობლებმა იპოვეს. იმის გამო, რომ მიცვალებულებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, პირველადი ვერსიით, ინციდენტის მიზეზად, გაზის გაჟონვა დასახელდა.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბინაში გაზი საერთოდ არ იყო შეყვანილი. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები