შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ნარკორეალიზატორი დააკავა. ისინი ფონიჭალის დასახლებაში აიყვანეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 9 შეკვრად დაფასოებული ე.წ. "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო.