08 დეკემბერი 2024,   20:16
ვრცლად
სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის შვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის შვილი დააკავეს. მალხაზ თვაური სავარაუდოდ წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მანამდე კი ზურაბ ნონიაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცავები საცხოვრებელს 8 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. 

“ორდერი მაჩვენეს იარაღის ძებნაზე. დაიწყეს მერე ძებნა, გადმოყარეს ყველაფერი. როგორც ყოველთვის ვერაფერი ვერ ნახეს, არც არაფერი იყო ოჯახში. რაღაც შპრიცი იპოვეს, რომელიც შვილიშვილს ბრონხები აქვს და წამლებიც სახლში გვაქვს და ვუკეთებთ და დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისთვის. ვუკავშირებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ და ჩემზე ანგარიშსწორებას“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზურაბ ნონიაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ჭაბრაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა სახლიდან ცარიელი ვალერიანის ბოთლიც წაიღეს. 

“წაიღეს უხმარი შპრიცები, ცარიელი ვალერიანის ბოთლი, თქვეს რომ მიყავდათ ნარკოლოგიურში და მერე გადაიყვანეს კაპეზეზე“ - აღნიშნა ჭაბრაშვილმა.

დღის ამბები