22 დეკემბერი 2024,   15:27
ვრცლად
"რისთვის დაგვღუპეს, რა დავაშავეთ" - პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭო იკრიბება. ადგილობრივები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. კრების დასრულების შემდეგ საბჭო საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

ადგილობრივებს კითხვები აქვთ თუ რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს და იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტება სამართალდამცავების მხრიდან.

დაჭრილის ოჯახის წევრები თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს აჰმედ ჩატაევთან უარყოფენ და სპეცრაზმელის დასჯას ითხოვენ. დაჭრილის ბებია, რომელიც სპეცოპერაციის თვითმხილველია, ამბობს, რომ სპეცრაზმისთვის მის შვილიშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ასევე აღნიშნავს, რომ სუს-ი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილს ხელში ყელყუმბარა ეჭირა.

"რისთვის დაგვღუპეს, რა დავაშავეთ, ტერორისტები ჩვენ არ ვიყავით,"- აცხადებს დაჭრილის ბებია. 

დუისის მცხოვრებლებს სამართალდამცავები კითხავენ. დაკითხვაზე იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობარი და ოჯახის წევრები. 

 

დღის ამბები