22 დეკემბერი 2024,   14:58
ვრცლად
ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა - ორივე ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა, ორივე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები