22 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
„ქუთათელაძისგან მოვისმინე, რომ ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა, გავაგდეო კაბინეტიდანო, მითხრა"- დავით ბლუაშვილი

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე კომენტარი ე.წ. სტამბოლის ბაზრის კიდევ ერთმა ყოფილმა მოწილემ გააკეთა. დავით ბლუაშვილი 2012 წლიდან ბაზრის წილებზე დაობს. მან ჩვენება საგამოძიებო უწყებას უკვე მისცა.

ბლუაშვილის თქმით, მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქუთათელაძესთან და პერიოდულად ხვდებოდა ხოლმე. მისი განცხადებით, გენერლისგან მიიღო ინფორმაცია გიორგი ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. 

დავით ბლუაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გენერალი მისი ბიზნეს საქმიანობის გამო მოეკლათ. 

„სოსო ქუთათელაძისგან როგორც მოვისმინე, ჰქონდა ჭანტურიასთან კონფლიქტი. ეს ეხებოდა ადგილების დავას. გავაგდეო კაბინეტიდანო, ასე მითხრა, ხელის შეხებამდე მგონი არ მისულა,“ - განაცხადა დავით ბლუაშვილმა.

საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც სამსონ ქუთათელაძე მას ყოველთვიურად გარკვეულ თანხას უხდიდა. 

ბლუაშვილმა უარყო სხვადასხვა ჩვენების საფუძველზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ის ქუთათელაძისგან თანხას იღებდა. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მოწილის თქმით, ერთხელ მიოიღო მხოლოდ გენერლისგან თანხა იმის გამო, რომ მას უარი ეთქვა ე.წ. სტამბოლის ბაზრის მფლობელებთან არსებულ დავაზე. 

დღის ამბები