22 დეკემბერი 2024,   15:20
ვრცლად
"თეთრი ხმაურის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვითარება დაიძაბა. დაკავებულია "თეთრი ხმაურის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი, ასევე მსახიობი თორნიკე ბზიავა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილება გიორგანაშვილის მხარდამჭერებმა გააპროტესტეს.

„თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს კარს აგური ესროლა. ჩამსხვრეულია კარის მინა.  

დაკავებულები სასამართლოს მანდატურმა სასამართლოს შენობაში შეიყვანა.

„ჭიშკრის იქით ვიჯექით, მოვიდნენ მოგვათრიეს აქ და თორნიკე შეიყვანეს. არ ვიცი შეურაცხყოფა მიაყენაო და არ ვიცი ვის მიაყენა შეურაცხყოფა,“ - აცხადებს მსახიობი კახა კინწურაშვილი.

გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მოხმარების მიზნით ფლობას ედავება.

დღის ამბები