22 დეკემბერი 2024,   15:06
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და "ბახალას" გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება

თბილისში პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. ისინი მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებენ.

„ერთი კვირის განმავლობაში სამი ადამიანის დამჭრელი გარეთ გამოუშვეს და „ბახალა“ 8 წლით გაუშვეს ციხეში," - განაცხადა ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გოგა ხაჩიძემ. 

აქციის მონაწილებსა და გამვლელს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. 

აქცია "ბახალას", გიორგი გიორგანაშვილისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიგეგმა.

გიორგი გიორგანაშვილის მეგობრებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. პეტიცია სოციალური ქსელით ვრცელდება და მისი ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია. „ბახალას“ მხარდამჭერები გიორგი მარგველაშვილს მის შეწყალებას სთხოვენ.

 
დღის ამბები