სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონპროექტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ახალი კონცეფცია თავდაცვის მინისტრმა წარადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, შეიცვლება სარეზერვო სამსახურის ფორმა და ასევე შინაარსი.
„შემოთავაზებულია აქტიური რეზერვი, რომელიც თავის მხრივ, სამ სახეს მოიცავს, შეიარაღებული ძალების, ტერიტორიულ და სპეციალისტების რეზერვს. სამივე მათგანისთვის გამაერთიანებელია, რომ არის ნებაყოფლობითი ხასიათის. ამ პირებთან კონტრაქტი გაფორმდება და ანაზღაურებადი იქნება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა.