20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
სუს-მა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია - თამთა მიქელაძე ევროსასამართლოს მიმართავს

„მიმდინარე თვეში გავაგზავნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადს, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას შეეხება სუს-ის მხრიდან,“ - ეს განცხადება "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სუს-მა მტკიცებით ფორმაში გააკეთა განცხადებები და თემირლან მაჩალიკაშვილი და სხვა პირებიც ტერორიზმის მხარდამჭერებად მოიხსენია.

თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის მოედანზე სხვა დაკავებულ პირებთან ერთად გადაადგილდება, საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ იყო გაანალიზებული.

„ამ მტკიცებულებების გასაჯაროება მოხდა იმ პირობებში, როდესაც ის საქმის კონტექსტში და საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ იყო გაანალიზებული და მხოლოდ ეს ვიდეო მასალა გაუშვა, რამაც ძლიან ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა საზოგადოებაში და პირდაპირ შემქნა წარმოდგენები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო დამნაშავე,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი სხვა პირებთან ერთად ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათი საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფდა.

დღის ამბები