„სადებატო არაფერი აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტია,“- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც დედაქალაქის განვითარების გენგეგმასთან დაკავშირებით ღია დებატებს ითხოვენ.
„მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე პირადად, მთავრობის სხდომაზე განცხადება გავაკეთე და მივმართე მათ და არა მხოლოდ მათ, ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს გენერალური გეგმის შეფასებაში, წარმოადგინონ ერთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია, თუ არ არის, არაუშავს, ჩვენ მივცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც „სითი ინსტიტუტს“ აქვს მოწოდებული და კითხვა დღეს ყველას შეუძლია და ალბათ, აქვთ იმის გონივრული შესაძლებლობა, რომ გაანალიზონ, რა დოკუმენტია მოწოდებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.