20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარების გზები - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა წელიწადში ერთხელ იმართება, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას.

დღევანდელი შეხვედრა რიგით მეოთხეა, რომელზეც მხარეები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს და გარდა ამისა, ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულების და ე.წ. DCRTI-ის იმპლემენტაციის პროცესი. ასევე, გახმოვანებული იქნება სამომავლო გეგმები.

ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ კი საქართველოს პრემიერმინისტრი ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან ერთად ერთობლივ ბრიფინგს გამართავს.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ნატალი საბანაძე აღნიშნავს, რომ დღევანდელ სხდომაზე უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

„უსაფრთხოების საკითხი, ტრადიციულად, ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო გაღრმავდა ეს თემა. ევროკავშირთან ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების თემაზე და ამაზე იქნება საუბარი, ასევე, კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარების თემა და ზოგადად, უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში,“ - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად იმყოფება, რომლებიც ასოცირების საბჭოს სხდომის პარალელურად ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები