20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ჩაბუქის ექსტრადირების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. დემირელის სკოლის მენეჯერი19 თებერვლამდე ისევ პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლო  მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დემირელის სკოლის მენეჯერის ექსტრადირება თურქეთში არ უნდა განხორციელდეს. 

დღევანდელ პროცესზე "ადამიანის უფლებების დაცვის და მონიტორინგის ცენტრმა" უკვე მესამედ წარუდგინა სასამართლოს მოსაზრებები "საიასა" და სახალხო დამცველის შუამდგომლობების შესახებ. 

სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ადვოკატები ესწრებოდნენ.

„თურმე თურქული მხარის პოზიციიდან გამომდინარე, ეს არის ტერორისტული ორგანიზაციები, სადაც არიან დამსაქმებლები, საქართველოში თურმე ყოფილან იმამები, რომლებიც გასცემენ განკარგულებებს ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით და ამას სრულიად იზიარებს საქართველოს პროკურატურა, ხელისუფლება და აპირებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემას. რა საოცარი პროცესის მომსწრე ვარ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, სამარცხვინოსიც, იმ პოზიციისა, რასაც პროკურატურა აყალიბებს, ეს არის თავის მომჭრელი ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები