საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული ურთიერთობები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - ეს იყო ძირითადი თემები ვაშინგტონში ირაკლი კობახიძის შეხვედრების დროს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიღო ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა, სენატორმა როჯერ უიკერმა ირაკლი კობახიძეს ასევე შეხვედრა ჰქონდა კონგრესის ქვედა პალატის ასიგნებათა კომიტეტში. ირაკლი კობახიძე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელებსა და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს.
"მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, სპიკერ რაინათან. იყო საინტერესო დისკუსია ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის თაობაზე. ჩვენ შევხვდით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც არიან ინიციატორები ამ რეზოლუციის რომლებიც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას. მადლობა გადავუხადეთ რა თქმა უნდა ამ ინიციატივისთვის და გამოვთქვით იმედი, რომ ამ დოკუმენტს ექნება სენატის მხარდაჭერა,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.