20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მიღება სხვა ქვეყანაში გართულდება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

„მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე მოითხოვს თავშესაფარს, მას მაინც გამოაბრუნებენ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ითვლება უსაფრთხო ქვეყნად,“ - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამუშავდება გარკვეული შეზღუდვები, რათა ქვეყანას ზიანი არ მიადგეს.

მახარობლიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მიღება სხვა ქვეყანაში გართულდება.

„ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს კარგად გაითვალისწინონ, რომ მაინც მოხდება ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ითვლება უსაფრთხო ქვეყნად საქართველო. მაგრამ ეს იქნება დაკავშირებული მათ პირად დიდ ხარჯთან, ისევე, როგორც ზიანთან, როგორც მათი მიმართულებით, ასევე, ქვეყნის მიმართულებით,“ - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები