20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
უკრაინის სასაზღვრო სამსახური და პროკურატურა სააკაშვილის დაკავებას არ ადასტურებს

სად იმყოფება, ან უკრაინის რომელმა სამართალდამცავმა უწყებამ დააკავა მიხეილ სააკაშვილი, ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი.

უკრაინაში მყოფი "კურიერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურა, სასაზღვრო სამსახური და არც სხვა რომელიმე ძალოვანი სტრუქტურა, არ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს.  ერთ-ერთი ინფორმაციით, სააკაშვილი ამ დროისთვის გადაჰყავთ ბორისპოლის აეროპორტში, ხოლო მეორე ვერსიით - ჟულიანის აეროპორტში.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართულ რესტორანში დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს, რესტორანი სააკაშვილის სამუშაო ოფისიდან დაახლოებით 20 მეტრში მდებარეობს და ის სასადილოდ იმყოფებოდა.

დღის ამბები