უკრაინული მედიასაშუალება ТСН საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, პოლონეთში გაფრინდა.
ამავე წყაროს ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არა დეპორტაციით, არამედ რეადმისიის საშუალებით გაიყვანეს ქვეყნიდან და დააბრუნეს იმავე ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინაში შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა, რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.