20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
პარლამენტის შუალედური არჩევნები - ერთიან კანდიდატზე ოპოზიციაში კონსულტაციები გრძელდება

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანსა და ხონში - ერთიანი კანდიდატების შესარჩევად ოპოზიციაში კონსულტაცია გრძელდება. ლიდერთა საბჭოს ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობაც“ იზიარებს. პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიებთან და ცალკეულ ლიდერებთან კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

„მნიშვნელოვანია გაერთიანებული ოპოზიცია დაუპირისპირდეს არაფორმალურ მმართველობას საქართველოში. მათ შორის თუნდაც ამ ლოკალურ არჩევნებზე. რა საკვირველია სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ შეიკრას ოპოზიცია და დაუპირისპირდეს ხელისუფლებას. ეს არის მოლაპარაკებები ცალკეულ პარტიებთან, ცალკეულ ადამიანებთან,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ერთიანმა კანდიდატმა გაიმარჯვოს რადგან ეს იქნება ტესტი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

„უნდა შემუშავდეს ფორმულა მინუს ერთი. ანუ ყველას გაერთიანება უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, გარდა „ქართული ოცნებისა“ , რათა ერთიანი კანდიდატი გავიდეს, რომელსაც მეტი შანსი ექნება გამარჯვების,“-აცხადებს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

ორივე ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენას გეგმავს "ევროპული საქართველო".

დღის ამბები