მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს ქმნის. კერძოდ, შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო გადაცდომებს გამოიძიებს. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა. პრემიერის განცხადებით, აპარატი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით იქმნება და ის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
"იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს გამოსაძიებლად. პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.