20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ცილისმწამებლური კამპანია - ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ბრალდებებს პასუხობს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ბრალდებებს, რომ ანა დოლიძე 2008 წელს რუსული ორგანიზაციისთვის, საქართველოს წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებდა, თავად დოლიძე ცილისწამებას უწოდებს.  

ანა დოლიძის თქმით, ეს ,,ჭორები“ მოსამართლეებს მის გასაჩუმებლად სჭირდებათ.

თუმცა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული კანდიდატი ადასტურებს, რომ ჰოლანდიაში რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან 2008 წელს ნამდვილად თანამშრომლობდა.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობდა.

,,ორგანიზაცია, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი არის ჰოლანდიაში რეგისტრირებული, რომლის ამოცანა არის და იყო, რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებების დარღვევისათვის. უმეტესი საქმეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთში ჩადენილი დარღვევებისათვის სწორედ ამ ორგანიზაციის წარმოებულია.

ეს არის ცილისმწამებლური კამპანია, რომლის მიზანია, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ მოსამართლეები ჭორაობენ და გავარჩიოთ ვიღაცის ჭორები,“-განაცხადა დოლიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები