20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
მუხთარლისა და ჩაბუქის საქმე სასამართლოსა და გამოძიების სფეროა - უმრავლესობა "ემნისთი ინთერნეშენალი"-ის კვლევას ეხმაურება

"ჩვენი პრიორიტეტები ადამიანის უფლებების დაცვა და მეორე მხრივ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკის წარმოებაა,“- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა "ემნისთი ინთერნეშენალის" ანგარიშს

დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება. რაც შეეხება ანგარიშში ნეგატიური კუთხით მუხთარლისა და ჩაბუქის სამეების მოხსენიებას, მათიკაშვილი ამბობს, რომ ეს საქმეები სასამართლოსა და გამოძიების კომპეტენციაა.

"ყველა ის კონკრეტული საკითხი არის ერთი მხრივ სასამართლოს განხილვის სფეროში, მეორე მხრივ გამოძიების სფეროში. ერთის მხრივ, ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმეში, მეორე მხრივ კი უნდა დაველოდოთ გამოძიებას“-აცხადებს მათიკაშვილი.

დღის ამბები