20 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ცოტა მეტი დაკვირვება მართებს - პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ფადი ასლის პასუხობს 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას  პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე გამოეხმაურა. ჩხეიძემ „ომეგა ჯგუფის“ თემაზე საუბრისას ფადი ასლის მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდა.

„ომეგა ჯგუფს განხორციელებული აქვს უამრავი ინვესტიცია და „ომეგა ჯგუფს“ ურთიერთობა აქვს მსოფლიო მნიშვნელობის ბიზნეს პარტნიორებთან. ასეთ ჯგუფზე, როდესაც საუბრობს, ცოტა მეტი დაკვირვება მართებს და ძალიან იოლად არ უნდა გაუწიოს ლობიზმი ისეთ კომპანიას, რომელსაც არანაირი ინვესტიცია საქართველოში არ განუხორციელებია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს მხოლოდ თავის ოფისში რამდენიმე ადამიანი და რომელსაც არანაირი შენატანები საქართველოს კეთილდღეობისთვის არ გაუკეთებია და პირიქით, რა მოგებასაც კი ნახულობს საქართველოში ეს კომპანია, ყველაფერი მიაქვს თავის ქვეყანაში,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

ფადი ასლი „ომეგა ჯგუფს“ ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები