20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"ომეგა“ ჯგუფმა ხელისუფლებაზე საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო უსამართლო თავდასხმები დაიწყო" - ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე "ომეგა“ ჯგუფს ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმაში ადანაშაულებას. ფადი ასლის განცხადებით, მათი ბრალდებები უსაფუძვლოა.
"ომეგას“ დამფუძნებლები, რომლებიც ასევე ტელეკომპანია "იბერიის“ დამფუძნებლები და დამფინანსებლები არიან, აცხადებენ, რომ მათ ბიზნესზე ხელისუფლება ზეწოლას ახდენს და შედეგად ჰოლდინგს 100 მილიონანი ზარალი მიადგა.

სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ დასხელებული თანხაც და განცხადებაც დაუსაბუთებელი და აბსურდულია.

"ომეგა“ ჯგუფმა ხელისუფლებაზე საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო უსამართლო თავდასხმები დაიწყო. ეს იგივეა, რომ ვიღაც, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვს ბანკში მივიდეს დასაყაჩაღებლად და როდესაც პოლიცია შეაჩეროს, პოლიცია დაადანაშაულოს. ეს ბრალდებები არ არის სანდო ჩვენი აზრით ბავშვურია, ვფიქრობ, რომ ვისაც ერთი გრამი ტვინი აქვს თავში არაფერს დაიჯერებს - ეს არის ჩვენი პოზიცია,“- განაცხადა ფადი ასლიმ.

დღის ამბები