20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
"პრემიერის განცხადება არის უკან მიდევნებული ლამპარივით"- ანა დოლიძე

მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით პრემიერის კრიტიკას იუსტიცის საბჭოში უპასუხეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საბჭოს არამოსამართლე წევრები გამოეხმაურნენ, ხოლო მათ, ვინც მოსამართლეების უვადოდ გამწესებას მხარი დაუჭირა, განმარტებას არ გააკეთეს.  

იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი, ანა დოლიძე ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე დიდი ხანია, კრიტიკა ისმის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ განცხადების მხოლოდ ახლა გაკეთება, შედეგის მომტანი არ იქნება.

„იმ პირობებში, როდესაც დიდი ხანია, ისმოდა კრიტიკა სასამართლოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და ეს საგანგაშო ნიშნები დიდი ხანია, საზოგადოებაში არსებობს, რომ ჩვენ დავნიშნავდით მოსამართლეებს, რომლებიც ძირს გამოუთხრიდნენ კიდევ სასამართლოს ავტორიტეტს, ამის შემდეგ პრემიერის განცხადება, რა თქმა უნდა, არავითარი შედეგის მომტანი არ არის. ის არის უკან მიდევნებული ლამპარივით, თუმცა პრემიერის განცხადებაში „ოცნების“ მორალური საფუძვლების გახსენება იმედის მომცემია. თუ ამ განცხადებას რაიმე ძალა აქვს, მაშინ ორშაბათიდან უმრავლესობა და იუსტიციის სამინისტრო უნდა დასხდნენ, რომ ის სავალალო შედეგები რეფორმებით რამენაირად გამოასწოროს,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები