„ქართული დემოკრატია არის საფრთხეში, საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული „უმნიშვნელოვანესი“ სასამართლო რეფორმები, რომელიც ქართულ დემოკრატიას უფსკრულისკენ მიაქანებს,“- ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე პრემიერის კრიტიკას.
პარტიაში ამბობენ, რომ პრობლემა არა ცალკეული მოსამართლეებიის გამწეესებაა, არამედ ის სისტემური ხარვეზები, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” სასამართლო სისტემაში შექმნა.
”თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებას სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებენ.
„მმართველ გუნდს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქართული დემოკრატიით თამაში. იქნას მიღებული გადაწყვეტილება, არსებობს მინიმალური შანსი, რომ ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწუება,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.