ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ქართული დელეგაციის შეხვედრაზე მთავარი თემა დამოუკიდებელ მედიაზე შეტევა და საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება იყო.
ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჰარლემ დეზირთან, გამართული მოლაპარაკებების დროს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ, უარყო.
ქართული ოცნების წევრის განცხადებით, საქართველომ ამ კუთხით პროგრესს მიაღწია.
ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის მედია-კონფერენციის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
„ჩვენი პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით ხაზი გაესვა და დადებითად შეფასდა საქართველოსა და ეუთოს ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და ასევე, ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და პროგრესს,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.