20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ხელს არ მოაწერს - ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

„საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში და შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში. როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე.

მოტივირებული შენიშვნები არ იყო გაზიარებული და პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი იმ მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა ამ ცვლილებებს მხარი. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება. ის ხელს არ აწერს,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტს ხელი ხუთი დღის ვადაში, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უნდა მოაწეროს. 

დღის ამბები