20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
უვიზო მიმოსვლის საკითხი - ოპოზიცია დევიდ მაკალისტერის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს 

ბრიუსელში, სადაც ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ, საუბარი უვიზო მიმოსვლის საკითხს შეეხო.

ევროპარლამენტის დელეგაციასთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, საკითხი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა დააყენა. მისი განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შეშფოთებას იწვევს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე მაკალისტერის განცხადებას სერიოზულს და შემაშფოთებელს უწოდებს.  

„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა დევიდ მაკალისტერმა, რომელიც არის მთავარი ფიგურა ამ პროცესში. ის არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და მან განაცხადა, რომ „ძალიან, ძალიან, ძალიან“, 4-ჯერ გაიმეორა ეს სიტყვა, სერიოზულად მიუდექით გერმანიის განწყობილებას, ვინაიდან ეს არის უდიდესი მონაპოვარი, რაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის სახით ა ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი ევროპარლამენტარისგან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხს საფრთხე არ ემუქრება.

„უვიზო მიმოსვლის თემას, მე ვფიქრობ, რომ არ ემუქრება არანაირი საფრთხე, ეს შემიძლია საკმაოდ თამამად განვაცხადო. მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა, რამდენიმე ქვეყანასთან, სადაც ჩვენი მოქალაქეების, სამწუხაროდ არღვევენ იმ  შეთანხმებას, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. უვიზო მიმოსვლა არის ძალიან ბევრი ადამიანის მრავალი წლის ძალიან მძიმე შრომის შედეგი და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, თავიანთი უპასუხისმგებლო ქმედებით ქვეყანას ასეთ დარტყმას ნუ მიაყენებენ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები