„ჯერჯერობით აქციებს გავაგრძელებთ. ბორჯომის მერი არაფერ შუაშია, აქ არის ხალხი, ის თანამშრომლები ვინც, თავიანთ კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ,“- ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ლიპარტიამ განაცხადა.
ის ბორჯომში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მთავარი მოთხოვნა ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომა იყო.
თუმცა ლევან ლიპარტია ამბობს, რომ ისინი საკრებულოს ხელახალი სხდომის ჩატარებას ითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს საკრებულოს ხელახალი სხდომა, სადაც გადაწყდება ყველა ის საკითხი, რაზეც დღეს პრობლემაა ბორჯომში,“- განაცხადა ლიპარტიამ.
ვითარება ბორჯომში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.