"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ბორჯომში, დევნილების დასახლებაში მცხოვრები თოდუების ოჯახში იმყოფებოდა. ხათუნა თოდუა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად, ორი წელია სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენას ცდილობს. მათ, როგორც სოციალურ სააგენტოს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს, ასევე დევნილთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ნიკა მელია თოდუების ოჯახს დაჰპირდა შუამდგომლობას შესაბამის უწყებებში. ბორჯომის შესაბამის სამსახურებს, კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ პრიორიტეტული არა რაიონის ხელმძღვანელობისთვის და მათ მიერ დასაქმებული ნათესავებისთვის ხელფასების ზრდაა, არამედ ისეთ ადამიანებზე ზრუნვა, როგორიც თოდუების ოჯახია. ასევე, მინისტ სოზარ სუბარს აღნიშნული ოჯახის მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.