20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი კონცეფცია - პარლამენტში პრემიერის ელოდებიან

 


პრემიერ-მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი კობახიძესთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალ კონცეფციას წარმოადგენს.

სტრატეგიული ეროვნული ხედვის პრეზენტაციას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით თბილისის მერი კახა კალაძეც მიმართავს.

თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი კონცეფცია პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

 

დღის ამბები