20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"პირველი დიდი გაერთიანება შეიძლება მოხდეს საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ"- ოპოზიცია კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობს 

„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიცია მხოლოდ ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში შეძლებს.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ აუცილებელი არ არის კანდიდატი აუცილებლად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, თუმცა მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების დიდი ნდობა.

„პირველი დიდი გაერთიანება შეიძლება მოხდეს სწორედ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის მისაღწევი. ყველაზე ობიექტური, ყველაზე სამართლიანი შერჩევის პრინციპით ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გინდა თუ არა ეს იყოს "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. ნებისმიერი კანდიდატს რომელსაც ექნება იმ პერიოდში ყველაზე დიდი ნდობა საზოგადოების მხრიდან ჩვენ დავუჭერთ მხარს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.  

საერთო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხმაურება ‘"ევროპული საქართველო.“ 

გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიცია ამაზე ხშირად საუბრობს თუმცა საბოლოოდ შედეგს ვერასდროს ვერ აღწევს. 

„თუ კი ოპოზიცია შეძლებს ამ შემთხვევაში მაინც საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს ეს მხოლოდ და მხოლოდ იქნება გარანტია იმისა, რომ კარგი შედეგი შეიძლება იყოს და არჩევნების გზით რაღაცა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ყოველთვის არის ხოლმე ამაზე ლაპარაკი. არასდროს არ გამოდის ეს საკითხი და ცუდია,“- განაცხადა გიგი წერეთელმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ რესურსი არსებობს მთავარია რომ ყველა მხარემ მოინდომოს რეალურად რაღაცის შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ენმ-ს მოუწოდა პრაიმერის გზით სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად საერთო კანდიდატზე შეჯერდნენ და ამ გზით მოახდინონ მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები