ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციონერი წევრები დიპლომატებს შეხვდნენ. საკრებულოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ზაზა ჩაჩანიძემ დიპლომატიურ კორპუსს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დაწყებიდან ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მზად არის, ბორჯომის მერთან მოლაპარაკება გამართოს, თუმცა შეხვედრა უნდა იყოს გონივრული.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას ერთადერთი ოპოზიციური საკრებულოს დაშლა სურს.
„არნახული ძალადობის, რეპრესიების ვითარებაში გვიწევს მუშაობა ბორჯომის ოპოზიციურ საკრებულოს, ერთადერთს მთელს საქართველოში. ყველა ტრიბუნას, კანონიერ მეთოდებს გამოვიყენებთ, რათა გავიტანოთ სიმართლე, არ მივცეთ საშუალება უსაქმურ და კორუმპირებულ რეჟიმს ძალადობრივი გზით დაამხოს ბორჯომის საკრებულო. ბორჯომის მერმა ისევ წარმოადგინა გადაბერილი საშტატო ნუსხა, მხოლოდ თავის თავს დააკლო ხელფასი, ეს არის საზოგადოების დაცინვა,“- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილმა.