20 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"ყველაზე ბოლო ვადად არის დასახელებული ამ კვირის ბოლო"-მამა მიქაელ ბოტკოველი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე საუბრობს

ჟენევის თანათავმჯდომარეებმა, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, ერგნეთი უკომენტაროდ დატოვეს.

როგორც ცნობილია, მათთან საუბრისას ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ექსპერტიზის დასრულებამდე არ მოხდება, ექსპერტიზას კი ერთი თვე დასჭირდება.

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა ისაუბრა. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს არ აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს წერილში წერია და რომელიც გუშინ გავრცელდა. მისივე თქმით, საქართველოს საპატრიარქო აღარ აპირებს მოსკოვს მიმართოს.

"მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო ჩვენი თხოვნა, რომ დაგვხმარებოდნენ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. მხოლოდ ეს ინფორმაციაა, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩვენც ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში. ყველაზე ბოლო ვადად არის დასახელებული ამ კვირის ბოლო,“-განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, მათ ანატოლი ბიბილოვის განცხადების შესახებ მედიისგან შეიტყვეს და განცხადებების გაკეთებისგან იმ დრომდე იკავებენ თავს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრს არ შეხვდებიან.

როგორც ცნობილია, ტატუნაშვილის ოჯახთან შესახვედრად დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლები ისევ ჩავლენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები