20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
უქნარა და ნაცარქექცია - კალაძე ელისაშვილის კრიტიკას პასუხობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ალეკო ელისაშვილს კრიტიკულ განცხადებაზე საპასუხო კომენტარს აკეთებს.

ელისაშვილს, რომელმაც თბილისის მერის ახალი ინიციატივა, "ღამის ეკონომიკა" გააკრიტიკა, კალაძე უქნარასა და ნაცარქექიას უწოდებს. კალაძე აცხადებს, რომ "ღამის ეკონომიკის" განვითარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მას აუცილებლად განახორციელებს.

„გაუგებარია, რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი ადამიანის კომენტარზე, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, ცხოვრებაში არაფერი შეუქმნია. ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია. მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ , მე ვალდებული ვარ ეს დაპირება შევასრულო და ამას აუცილებლად გავაკეთებ.“-განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები