20 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
სულისკვეთება იყო, რომ პარლამენტს მიეღო ერთი პრინციპული რეზოლუცია, სწორედ ამისთვის ვმუშაობთ - თალაკვაძე

„ჩვენი მიზანი და სულისკვეთება იყო, რომ პარლამენტს მიეღო ერთი პრინციპული რეზოლუცია, სწორედ ამისთვის ვმუშაობთ ახლა,“ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში შესულ ორ რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა.

თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა, რეზოლუციაში ჩაიწეროს სანქციები და შემუშავდეს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

არჩილ თალაკვაძე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ რეზოლუციის ტექსტს კიდევ ერთხელ განმარტავს და აღნიშნავს, რომ რეზოლუციაში კონკრეტული ქმედებებიცაა გაწერილი.

„საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში მოცემულია, როგორც მკაცრი შეფასებები ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული მოქმედებები, რაც ბუნებრივია, ითხოვს და მოითხოვს გამოძიების ჩატარებას, იმ ადამიანების მიმართ კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრებას და ასევე, ითხოვს საერთაშორისო მონიტორინგის დაშვებას.

დღის ამბები