20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 ათასი ლარი - ენმ აუდიტის სამსახურს მიმართავს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" აუდიტის სამსახურს მიმართავს.

ოპოზიცია უწყებას მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ შერჩევით დახმარებაზე საუბრობს და აუდიტის სამსახურს მერიის სარეზერვო ფონდის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„რა განსხვავებაა დავით ნარმანიასა და კახი კალაძეს შორის, როდესაც დავით ნარმანია პროკურორებს აფინანსებდა, კახი კალაძემ კი გადაწყვიტა ბიზნესმენების დაფინანსება. წარმოუდგენელია მაშინ როდესაც უამრავი, 94 ათასი სოციალურად დაუცველია დედაქალაქში, მათ 120 ლარზე, 200 ლარზე ეუბნებიან ხშირ შემთხვევაში უარს, ამ დროს დააფინანსო მერიის სარეზერვო ფონდიდან, ბიზნესმენი, მილიონერი ლევან გაჩეჩილაძე,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან გაჩეჩილაძისთვის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის თანხის გადარიცხვას ადასტურებენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, თუმცა უარყოფენ, რომ დაფინანსებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ხელისუფლებასთან დაახლოებული, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გახდა.

დღის ამბები