20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
პარლამენტის რეზოლუცია - "ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, გარკვეულ საკითხებზე უმრავლესობასთან შეთანხება ამ ეტაპზე ვერ შედგა 

პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლითაც საკანონმდებლო ორგანომ ოკუპანტების ბოლოდროინდელი ქმედებები ოფიციალურად უნდა დაგმოს, განცხადებები გააკეთეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

როგორც უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, შეთანხება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვერ შედგა. „ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, შეიტანს თუ არა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას საბოლოო დოკუმენტში.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, რეზოლუციით საერთაშორისო სანქციები დაუწესდეთ ოკუპანტებს, რომლებიც დანაშაულს ჩადიან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე, რეზოლუციით დეპუტატები ერთგვარად უნდა გამოეხმაურონ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგია ოთხოზორიას მკვლელობებს.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საბოლოო მოლაპარაკებები ორი დღის შემდეგ ისევ უნდა გაიმართოს.

„ვინაიდან, ჯერ კიდევ რჩება მცირე შესაძლებლობა, რომ ზეგ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე, დღეს დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. დღეს ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ არსებობს  პრინციპული განსხვავებები, მათ შორის პირველ რიგში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან და სანქციებთან მიმართებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუკი შეთანხმება მოხდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, ამ შემთხვევაში ერთი რეზოლუცია იქნება. თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს.

„ევროპული საქართველოსთვის პრინციპული საკითხია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და მთავრობისთვის პოლიტიკურად ამის დავალდებულება და შემდეგ მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ამ სანქციების გავრცელებაზე ყველგან,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები