ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე მოუწევს მსჯელობა. ხელისუფლების ოპონენტები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გამოვლენილი დარღვევების შესწავლას სთხოვენ. სტრასბურგში ერთობლივი სარჩელის გაგზავნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართულმა სასამართლომ მათი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები იმედოვნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო დარღვევებსაც დაადგენს და ხელისუფლებას მათ გამოსწორებასაც დაავალდებულებს, რითაც დადგინდება, რომ მმართველმა გუნდმა ოფიცილაურთან შედარებით, ნაკლები ხმები მიიღო. სარჩელში კონკრეტულ დარღვევებზეც არის საუბარი მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებზე, სადაც ოპოზიციის მტკიცებით, მათი ხმების უმეტესობა გაბათილებულია.
უპრეცედენტო გაერთიანება-ასე აფასებენ ოპოზიციაში დღევანდელ ხელმოწერას. სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს დღეს 17-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი. ლიდერთა საბჭოს ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციაც უჭერს მხარს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.