რუსეთის ოკუპანტურ პოლიტიკასა და არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კონსენსუსის მიღწევას დეპუტატები დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან. საერთო ენის გამონახვა ამ დრომდე ვერ ხერხდება პრინციპულ საკითხზე - რა ფორმით უნდა იყოს ასახული რეზოლუციაში უმცირესობის მოთხოვნა სანქციებისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ.
"ევროპულ საქართველოში" აღნიშნული სიის გარეშე რეზოლუციის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და განმარტავენ რომ ასეთი ფორმით დოკუმენტის მირება მხოლოდ შეფასებითი ნაწილი იქნება და ამს არანაირი ქმედითი ძალა არ ექნება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი კრიტიკულად აფასებენ რეზოლუციის მიღების გაჭიანურებას და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არის მკაფიო პოზიცია რუსეთის პოლიტიკისადმი, რაც ცუდი სიგნალია ქართული საზოგადოების, საერთაშორიოს თანამეგობრობისა და რუსეთის წინაშე.
უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია უმრავლესობისა და ოპოზიციის შეჯერება გარკვეულ თემებთან დაკავშირებით.
შეთანხმების შემთხვევაში რეზოლუციის დამტკიცება შემდეგ სასესიო კვირას
მოხდება.