20 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
დაპირისპირება მინისტრის მოადგილესთან - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამდებობას ტოვებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამდებობას მინისტრის მოადგილესთან დაპირისპრიების გამო ტოვებს. თამარ ბაგრატია, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავს, თუმცა აცხადებს, რომ ხელმძღვანელობასთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობა ჰქონდა. სააგენტოს უკვე ყოფილი უფროსი არც იმას აკონკრეტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისტრის რომელ მოადგილესთან ჰქონდა კონფლიქტი. დაპირისპირება კი სამინისტროში საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა ბაგრატია უკმაყოფილო იყო იმ კადრების დანიშვნით, რომლის შესახებაც მინისტრის მოადგილე სავარაუდოდ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებდა.

დღის ამბები