20 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
საფრანგეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეზე საუბრობს

საფრანგეთის ელჩის კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს. პასკალ მონიე მოსახლეობას მოუწოდებს არ დაარღვიონ შენგენის ზონაში ყოფნის ვადები, რადგან დიპლომატის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სავიზო რეჟიმს არღვევენ და ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვენ, საგრძნობლად გაზრდილია. ფრანგი დიპლომატი სტატისტიკის ზრდის გამო არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მიმართ სანქციებიც გატარდეს, მათ შორის შესაძლოა, ევროკავშირმა დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხიც დააყენოს.

"საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე, მას ნდობა გამოუცხადა, ვინაიდან აღიარა ის რეფორმები, რაც საქრთველომ სხვადასხვა მიმართულებით გაატარა. ჩვენი დასკვნით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც საფრანგეთში თავშესაფრს ითხოვენ. ასევე ხდება 90 დღიანი ვადის დარღვევაც.

"მინდა მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ დაუჯერონ იმ პირებს, რომლებიც ჰპირდებიან მათ საფრანგეთში ან გერმანიაში 2 წლის განმავლობაში არალეგალურად ცხოვრებას და თავშესაფრის მიღებას. ეს ასე არ იქნება, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. არ გამორიცხება, რომ საქართველოს ამგვარი ქმედებების გამო სანქციები დაეკისროს და მოხდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. საქართველოსა და საფრანგეთის მიზანია უვიზრო რეჟიმი თქვენი ქყვეყნის მოქალაქეებმა კეთილსინისიერად გამოიყენონ,"განაცხადა პასკალ მონიემ.

დღის ამბები